ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1,283
რეგისტრ.: 15-July 08
წევრი № 979
რამდენი ხანია აქ არ დამიპოსტავს. ისე კი შემოვდივარ ხოლმე. ამას წინათ ცუდად ვიყავი ძაან და ძილის წამალი დამალევინეს. გაბრუებული ვიყავი და უამრავი რამ მერეოდა თავში, რაც ოდესმე გადამხდენია. სხვათა შორის ამ ფორუმის ამბები გამახსენდა და შემოვედი, რათა ისტორიისათვის გადამეხედა, ძველი პოსტები გადავჩხრიკე. ჩემს ზოგ პოსტს რომ ვუყურებ, მგონია ეს მე არ დამიწერია.
ძაან მომენატრეთ, განსაკუთრებით ძველი ფორუმელები, ლილეკო, მაშკა, გოგა, ზაზა, ლელუკა... კიდევ გამომრჩა ალბათ ვინმე და ბოდიში ამისთვის. ნუ დაიკარგებით რა ძაან გთხოვთ... ძაან მაინტერესებს თქვენი ამბები.
ჯგუფი: წევრები
პოსტები: 1,283
რეგისტრ.: 15-July 08
წევრი № 979
xatuka სწავლება ცუდი არაა, ლექტორზეა დამოკიდებული. ზოგი ლექტორი არაფრად არ ვარგა. იცი რა არის? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა მანდ როცა ვსწავლობდი, რომ ვცდილობდით ყველაფერი გვესწავლა და საბოლოოდ არაფერი არ ვიცოდით. სოციალურ და პოლიტიკურ ფაკულტეტზე, ფსიქოლოგიის სპეციალობის არჩევა რომ მინდოდა, პირველ კურსზე ყველა დანარჩენი სპეციალობის საწყიდებს მასწავლიდნენ. გვეგონა რომ ვსწავლობდით, მაგრამ ეს უბრალოდ წვალება იყო და მეტი არეფერი. იურიდიულზე ეგ პრობლემა არ გექნება შენ.