ხერხების უმეტესი ნაწილი დატესტილია ჩემს მიერ,კომპის ფსიქოლოგიური და ფიზიკური განადგურებისაგან მიღებული ექსტაზი ფაქტიურად გარანტირებულია...
დავიწყებ ელემენტარულებით....
ჯერ შევაჩვიოთ კომპი ხოლო შემდეგ დავსტუქსოთ....
მშსე!!!
1.არ იხმაროთ არცერთი ანტივირუსი,ვის რა ჯანდაბად უნდა ერთი?!-მაგ ანტივირუსების ბრალია სწორედ,კომპი გემრიელად რო ვეღარ დამივირუსებია.
2.ეცადეთ თქვენი 2.5 გჰც პროცის 4.0 გჰც-მდე დარაზგონებას ქულერის გარეშე.-ვერ რაზგონდება?!-სამაგიეროდ რა სასიამოვნოა დამწვარი პროცესორის ახლით შეცვლა წარმოიდგინეთ...
3.თქვენი ოპერატიული 2 გბ ან მეტია?!-სასწრაფოდ მოაშორეთ,128-ც საკმარისია.......
მითუმეტეს თუ თქვენი პროცესორი დუალქორი ან რამე უკეთესია... (შედეგი გარანტირებულია)
4.რატომ არ უნდა ითამაშოთ ქრაიზისი?!-ვერ გავიგე ერთი......
თანაც მაქსიმუმზე დასმული გრაფიკით?!-მითუმეტეს 1 გჰც პროცით და 256 ოპერატიულით.......
ჩართვისთანავე თიშავს?!-სცადეთ 50ჯერ,100ჯერ ან თუნდაც 1000ჯერ (ხომ გაგიგიათ,რაც მეტ,მით უკეთესიო) და თქვენი კომპი მინიმუმ ერთი თვე დეპრესიაში იქნება თვითშეფასების უნარის დაკარგვის გამო...
ჯერჯერობით სულ ეს არის....
